Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა XI სამეცნიერო კონფერენცია - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები

2023 წლის 28-29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა  XI  სამეცნიერო კონფერენციას  – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

ლიტერატურათმცოდნეობა

თარგმანმცოდნეობა

ლიტერატურული ურთიერთობები

ინტერდისციპლინური კვლევები

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 ოქტომბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge

 

დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა; მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირები:  ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი,  ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე

თსუ, V კორპუსი, 316-ე ოთახი.